წყალში ხსნადი უფერული და დამახასიათებელი სუნის მქონე ჰუმუსოვანი ნივთიერება, რომელიც შეიცავს 45-48% ნახშირბადს, 43-48,5 % ჟანგბადს, 5-6 % წყალბადს, 1,5-3 % აზოტს. არ განიცდის დებატურირებას და ფუძეებთან ერთად იძლევა მარილებს - კრენატებს. Na, K, NH₄, Mg კრენატები წყალში ადვილად იხსნება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.