კომპლექსური სასუქია მიკროელემენტებით. იგი სწრაფად და მთლიანად იხსნება წყალში. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში როგორც მცენარეზე პირდაპირი შესხურებით აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, ისე საირიგაციო სისტემაში, წვეთოვან და დაწვიმებით მორწყვაში. მავნებელ - დაავადებათა საწინაღმდეგოდ შესაძლებელია მისი შერევა თესლის შესაწამლ პრეპარატებთან. შერევის ნორმაა 100 – 150 გრ ერთ ტონა თესლზე. კრისტალონი ანეიტრალებს სტრეს - ფაქტორების უარყოფით გავლენას, აძლიერებს მცენარეთა კვებას, რაც აზოტ - ფოსფორ - კალიუმიანი სასუქების ეფექტურობას ამაღლებს, მოსავლიანობის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მყარი გარანტიაა. კრისტალონი თავისი მოქმედების ხასიათის მიხედვით სხვადასხვაა, რაც გამოირჩევა ფერებით, რომელთა შემადგენლობა პროცენტობით შეადგენს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.