C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კუმ კუპ კურ კუტ

კურკოვანთა ნაყოფის ლპობა (მონილიოზი)

L. (Monilia cineria Bohord)
იწვევს ნაყოფების ლპობას, ყვავილების ჭკნობას და ტოტების ხმობას. ავადმყოფობის მასობრივად გავრცელებისას ქლიავის ნაყოფების ლპობა - ჯიშების მიხედვით 50%, ხოლო ალუბლის სანაყოფე ტოტების ხმობა 60 – 100% - ს აღწევს. ალუბლის ავადმყოფობის პირველი ნიშანია გვირგვინის ფურცლებზე პატარა ყავისფერი ლაქა და დინგის გაშუქება, შემდეგ იგი ედება მთელ ყვავილს და იწყებს მის ჭკნობას. აქედან სწრაფად გადადის ტოტზე და ახმობს მას. სანაყოფე ტოტზე დამჭკნარი ყვავილებითა და ნაყოფით ხეზე დიდხანს რჩება. დაავადებულ ტოტებზე შესამჩნევია წებოს დენა. ბლის ხისათვის ნაყოფის დაავადებას დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდის დამთავრებისას და სიმწიფის დროს. ნაყოფზე ჩნდება პატარა ლაქი, რომელიც მთელ ნაყოფს ედება და ალპობს. დბალი ბაყოფი ღია ყავისფერია, სოკოს ნაყოფიანობა ნაცრისფერი მეჭეჭების სახი მის ზედაპირზე უწესრიგოდაა გაფანტული. დაავადებული ნაყოფი შეხებით აავადებს გვერდზე მყოფ ნაყოფს. ქლიავის ნაყოფზე ყავისფერი პატარა ლაქა სწრაფად ვითარდება, ედება მთელ ნაყოფს და ალპობს. რამდენადაც ნაყოფი მცირე ზომისაა და მოუმწიფებელი, იმდენად სიდამპლე მშრალად მიმდინარეობს, ნაყოფის სიმწიფეში შესვლასთან ერთად, სიდამპლე სველია და იწყება წებოს დენა. დამპალი ნაყოფის ზედაპირზე სოკოს ნაყოფიანობა ჯერ ერთეულ მეჭეჭების სახითაა, შემდეგ კი ნაყოფის ზედაპირს მთლიანად ფარავს. თუ ყუნწის მიმაგრების ადგილი დაავადდა, ნაყოფი ცვივა. ტოტების ხმობა იშვიათია. ატმისათვის დამახასიათებელი ნაყოფის ლპობა. მკვახე ატამზე დაავადება უმნიშვნელოა. მაგრამ ნაყოფის სიმწიფესთან ერთად თანდათან მატულობს. დაავადება ძლიერ ვითარდება ნაყოფის ყუთებში ჩაწყობისას და ტრანსპორტირების დროს. დაავადებულ ნაყოფზე ჩნდება ღია ყავისფერი ლაქა, რომელიც თანდათან დიდდება, მთელ ნაყოფს ედება და ალპობს. ავადდება სანაყოფე ტოტებიც. გარგარი ავადდება უფრო მეტად ყვავილებიდან, საიდანაც ინფექცია გადადის ტოტებზეც და ახმობს მასზე მოთავსებულ ყვავილებთან ერთად. სოკოს ნაყოფიანობა ყველაზე ხშირად იმავე წელს შეინიშნება პატარა ხორცისფერი მეჭეჭების სახით. ხოლო ტოტზე შემდეგი წლის ადრე გაზაფხულზე ტოტის საღ და გამხმარ ნაწილს შორის შეიმჩნევა მოყავისფრო - მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც ოდნავ ჩაზნექილია საღაც შედარებით და ტოტის გარეშე ვრცელდება. ლაქის ადგილას ხშირია წებოს წვეთების გამონადენი. მცენარის ყვავილობის დამთავრებასთან ერთად ავადმყოფობა დროებით წყდება და ხელმეორედ იწყებს განვითარებას ნაყოფის ზრდასთან ერთად. დაავადება განვითარების მაქსიმუმს აღწევს ნაყოფების სიმწიფისას. ნაყოფზე პირველად ჩნდება პატარა ყავისფერი ლაქა, რომელიც თანდათან იზრდება, ედება მთელ ნაყოფს და ალპობს. ნაყოფი საბოლოოდ შრება, იჭმუჭნება, მისი ზედაპირი იფარება სოკოს ნაყოფიანობით - მუქი ხორცისფერი მეჭეჭებით, რომლებიც შემდეგ ერთიანდება და ნაყოფის ზედაპირზე ქმნის ერთიან სქელ ფენას. დაავადებულ ნაყოფს განსაკუთრებით სიმჭიფეში შესვლისას, ემჩნევა წებოს წვეთების გამონადენი. ნაყოფიდან დაავადება ხშირად ნაყოფის ყუნწის საშუალებით ტოტზე გადადის და მას ახმობს. ზამთრობს ამ სოკოს კონიდიალური ნაყოფიანობა, რომელიც გაზაფხულზე იწვევს დაავადებას. ზამთრობს აგრეთვე დაავადებულ ტოტებში გავრცელებული მიცელიუმი, რომელიც გაზაფხულზე ტოტის ზედაპირზე ვითარდება ნაცრისფერი მეჭეჭების სახით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9