C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კუმ კუპ კურ კუტ

კურკოვნების წერნაგი ანუ კლასტეროსპოროზი

L. (Clasterosporium carpophilum (Lev) Aderh.)
წერნაგით განსაკუთრებით ატმის ფოთლები, ყლორტები და გარგარის ნაყოფი ზიანდება. ძლიერი გავრცელების წლებში ფოთლის ცვენის გამო ხშირია ხეების მთლიანი გაშიშვლებაც. ხეებზე თითქმის ყველა ყლორტი დაავადებულია და გამხმარი, ხოლო ატმის და გარგარის ნაყოფის მთელი ზედაპირი ლაქებით იფარება. ზიანდება ალუბლისა და ბლის ნაყოფიც. დაავადების შედეგად ნაყოფების ხარისხი დაბალია, ხოლო ფოთლებისა და ტოტების დაავადების შემთხვევაში მცენარე სუსტდება. დაავადებულ ფოთლებზე ჩნდება მომრგვალო ქლოროზული ლაქა, რომელიც შემდეგ მუქდება, ხმება და ფოთლის ფირფიტიდან ვარდება. წერნაგით ფოთლები გამოსვლისთანავე ავადდება, ძველი ფოთლები უფრო გამძლეა, ფოთლის ფირფიტის გარდა ავადდება ფოთლის მთავარი ძარღვი და ყუნწი. ყლორტებსა და ნაყოფებზე ისეთივე ლაქები ჩნდება, როგორც ფოთლებზე, მაგრამ ლაქის გამოვარდნა არ ხდება. ლაქა ყლორტის ქსოვილების სიღრმეშიც იჭრება. რამდენადაც ახალგაზრდაა ყლორტი, იმდენად სწრაფად ხმება, გამერქნებულ ყლორტზე ავადმყოფობა ხანგრძლივდება. ნაყოფის დაავადებული ნაწილი აჩერებს ზრდას, რის გამოც გვერდელავდება და მახინჯდება. დაავადებულ ტოტსა და ნაყოფს წებო სდის. ტოტები ავადდება კვირტიდან და უშუალოდ ქერქიდან. პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს კვირტის ქსოვილების ნეკროზს, საიდანაც ავადმყოფობა ტოტზე გადადის წერნაგის გამომწვევი სოკოს ნაყოფიანობა მცენარის დაავადებულ ნაწილებზე ვითარდება შავი წერტილების სახით, რომლებიც სოკოს სპორების გროვას წარმოადგენს. სპორები ყავისფერია, შავი, მოგრძო, მომრგვალებული ბოლოებით, 3-5 ტიხრით. სპორები ვითარდება მოცელიუმზე ან, ზოგჯერ, კონიდიათმტარებზე, რომლებიც ცილინდრული გამონაზარდის სახითაა წარმოდგენილი. ბუნებრივ პირობებში ინფექცია ხდება მხოლოდ წვიმის ან ნამის დროს, სოკო ზამთრობს სპორებით და დაავადებულ კვირტებსა და ტოტებში მითავსებული მიცელიუმით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9