C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კუმ კუპ კურ კუტ

კურკოვნების ნაადრევი ხმობა (ციტოსპოროზი)

L. (Cytospora capitate Sacc. & Schulzer)
სიმპტომები სხვადასხვა კულტურაზე სხვადასხვანაირია. გარგარზე ავადმყოფობა იწვევს, როგორც ერთეული ტოტების, ისე მთელი ხის ხმობას. დაავადებულ ტოტზე ფოთლებს პირველად ქლოროზული შეფერილობა აქვს, შემდეგ ისინი ხმებიან, ავადმყოფობა ქვემოთ ვრცელდება, დედატორებზე გადადის და მათ ახმობს. ხშირია შემთხვევა როდესაც ხის ერთი მხარე გამხმარია, მეორე კი მწვანე და მსხმოიარე. ზოგჯერ ხეს დაავადების არავითარი ნიშანი არ ემჩნევა, მცენარე ყვავილობს, მსხმოიარობს და ნაყოფის სიმწიფეში შესვლისას ხმება. გამხმარ ტოტებზე ქერქი გამომშრალია, ოდნავ დანაოჭებული, დაფარული მრავალი ბორცვით - სოკოს ნაყოფიანობით. ბორცვები ქერქს და ლაფანს შორის მოთავსებული, კონუსისებურია და წვერით ქერქზეა მიბჯენილი, რის გამოც კანი იბურცება და იხორკლება, ბორცვი შავი ფერისაა. იგი შედგება სოკოს სტრომატული ქსოვილებისაგან, სადაც სოკოს ნაყოფიანობა ცრუსტრომის სახითაა განვითარებული. სტრომში მოთავსებული პიკნიდიუმი მრავალკამერიანია. პიკნიდიური ნაყოფიანობა ვითარდება ზაფხულში, იშვიათად გვიან შემოდგომაზე დაავადებულ ხეებზე შეიმჩნევა ჩანთიანი ნაყოფი ანობაც. სოკო ისეთივე სტრომებს ინვითარებს, როგორც პიკნიდიური ნაყოფიანობის დროს. ქლიავზე ხმება ტოტები, მთელი ხეების ხმობა იშვიათია. გამხმარი ტოტები ნაცრისფერია, ნაყოფიანობა აქაც ცრუსტრომის სახითაა, მხოლოდ პიკნიდიუმი შეიცავს მცირე რაოდე ნობის კამერებს ბლის დაავადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, თუმცა ხმობა აქაც წვეროდან იწყება. პირველად ხმება 1-2 წლიანი ტოტები, საიდანაც ინფექცია ქვემოთ ვრცელდება და თანდათან მოიცავს ტოტის დიდ ნაწილს. ახალგაზრდა ხეებზე დაავადება სწრაფად ვრცელდება წვეროდან შტამბისაკენ და იწვევს ტოტების ხმობას. ატმის ავადმყოფობის სიმპტომები ისეთივეა, რაც გარგარზე, მაგრამ გარდა ტოტებისა და მთელი სტამბის ხმობისა, ადგილი აქვს კიბოსებრ წარმონაქმნებს შტამბს და დედატოტებზე. ნაყოფიანობის ბორცვები ატამზე გაცილებით პატარაა და ვრუსტრომას ქარმოადგენს. მსხმოიარე ხეებზე ხშირია აგრეთვე დედატოტების ხმობა. უეცრად გამხმარ ტოტებზე დაავადების გარეგნული ნიშნები არ აღებიშნება, სოკოს ნაყოფიანობა კი გახმობიდან რამდენიმე დღის (10 – 15) შემდეგ წარმოიქმნება. სოკოს მიცელიუმი დიდი რაოდენობით მერქნის ჭურჭლებში და პარანქიმაში. მერქნის ქსოვილები არ იშლება ქერქის ქსოვილები კი ძლიერაა დაშლილი და მასში დიდი რაოდენობითაა მიცელიუმი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9