განეიტრალებული შაბიამანი თხევად მდგომარეობაში; არ საჭიროებს კირის დამატებას, შესაძლებელია მისი შერევა მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. გამოიყენება ვენახში, კარტოფილის, პამიდვრის ნაკვეთებზე, ვაშლისა და ატმის ბაღებში, ჭრაქის, ფიტოფტოროზის, სოკოვანი დაავადებების, მაკროსპოროზის, ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად. კუპროქსატის გამოყენება ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებულია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.