მაღალეფექტური ხსნადი კომპლექსური სასუქია კალციუმი ხელატით და მიკროელემენტებით. საუკეთესო სასუქია ფესვგარეშე გამოკვებისათვის. ალბატროსი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობით: - საკვები ელემენტების მაღალი შემცველობა (35 – 72%); - საკვები ტების ბალანსირებული შეთანაწყობა საშუალებას იძლევა მცენარეთა ზრდის ოპტიმიზაციის და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას; - აზოტის კარბამიდის ფორმაში არსებობა უზრუნველყოფს მის გამოყენებას მცენარეთა ფესვგარეშე გამოკვებისათვის; კალციუმის ხელატური ფორმა, რომელიც აძლიერებს მცენარის გამძლეობას დაავადებებისა და მავნებლების მიმართ; - ალბატროსის განზავებული ხსნარი შეიძლება შეერიოს კალციუმის გვარჯილის ხსნარს; - არ შეიცავს ნატრიუმისა და ქლორის იონებს. ალბატროსის შემადგენლობა: N – 10 – 14%, P₂ O5 - 52%, K₂ O – 10 – 34%, MgO – 0,7 – 1,0%, B – 0, 02%, Mo – 0,005%, Cu – 0,02%, Fe – 0,15%, Mn – 0,10%, Zn – 0,02%, Ca – 0,10%. ფესვგარეშე გამოკვებისათვის გამოიყენება 0, 15 – 0,2% - იანი ხსნარი (1,2 – 2,0 გ/ლ). ფესვგარეშე გამოკვება უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში, მოღრუბლულ ამინდში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.