1. ფ. ბიუკენენის მიერ შემოტანილი ტერმინი; მან აღწერა რკინისა და ალუმინის ჰიდროჟანგებით გამდიდრებული საკმაოდ მკვრივი, ადვილად დასამუშავებელი ქანი, რომელიც ჰაერზე მოხვედრისას სწრაფად მკვრივდებოდა და შეიძლებოდა მისი საშენ მასალად გამოყენება; 2. ტენიანი და ცხელი კლიმატის პირობებში გამოფიტული ალუმოსილიკატების შემცველი ქანების გამოფიტვის ნარჩენი პროდუქტი, ე.ი.ნიადაგშიგა სპეციფიკური წარმოქმნა. ლიტერიტულ გამოფიტვას თან სდევს გამოფიტვის ქერქში რკინისა და ალუმინის თავისუფალი ჰიდროჟანგების წარმოქმნა-დაგროვება მათი ჰიდრატაციისა და სილიციუმმჟავასა და ტუტე მიწების გამორეცხვის პირობებში. რკინის შენაერთების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო იგი გამომწვარი აგურიუსფერ-მოწითალო შეფერილი და დახელწოდებაც (later – აგური) ფერის მიხედვით აქვს მიღებული. ლიტერიტული გამოფიტვის ქერქის სისქე შეიძლება რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევდეს; ტერიტორიის აწევის ან ეროზიის შედეგად ლიტერიტი შეიძლება აღმოჩნდეს მიწის ზედაპირის დონეზე ან უფრო მაღლა, სადაც წარმოქმნის რკინიან პანცირებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.