C

ლა ლე ლი ლო ლპ
ლებ ლეი ლეჟ ლეს ლექ ლეღ ლეც

ლეღვის ალურა

L. (Simaethis nemorana Hb.)
მატლები ფოთლის რბილობით იკვებებიან. მეორე და მესამე თაობის მატლები აზიანებენ ნაყოფსაც. მომწიფების შემდეგ მესამე თაობის მატლები იჭრებიან ნაყოფის შიგნით და მისი რბილობით იკვებებიან. თუ ნაყოფი მკვეხეა, დაზიანებისას მიყენებული ჭრილობიდან ნაყოფში ლპობის გამომწვევი მიკრორგანიზმები იჭრებიან. იწყება ნაყოფის ლპობა. უკანასკნელი ხნოვანების მატლი ზამთრობს ლეღვის ამონაყრებში, გამხმარი ტოტებისა და შტამბის ქერქის ქვეშ, დაფარულ ადგილებში. დაჭუპრება უმთავრესად აპრილში ხდება. აპრილის ბოლოს აღინიშნება პეპლების ფრენა. მდედრი კვერცხებს ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარ ძარღვთან დებს. მატლები გამოჩეკიდან პირველი 10 – 12 დღის განმავლობაში რჩებიან ფოთლის ქვედა მხარეზე და იკვებებიან მისი რბილობით, შემდეგ გადადიან ფოთლის ზედა მხარეზე და იწყებენ მის დაჩონჩხვას. უკანასკნელი ხნოვანების მატლები დაუზიანებელ ფოთლებზე გადადიან, ამთავრებენ კვებას და ჭუპრდებინ. ჩვენს პირობებში მავნებელი იძლავა სამ თაობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9