L. (Colletotrichum caricae F. Stevens & H.G. Hall) საქართველოში ყველგან გვხვდება. იგი ძირითადად ფოთლებსა და ნაყოფებს აავადებს. მცენარის ვეგეტაციის შუა პერიოდში ფოთლების ძაღვების გასწვრივ ოვალური, ოდნავ ჩაჭყლეტილი ყავისფერი ლაქები ჩნდება, მუქი ყავისფერი არშიით. ლაქის დიამეტრი 1 – 10 მმ-ია. ლაქის სიდიდეს კლიმატური პირობები უწყობს ხელს. მათ ზედაპირზე შავი ბალიშები ჩნდება, რაც მისი კონიდიალური ნაყოფიანობაა. მომწიფებისას ბალიშები სკდება, გამოსული სპორები პატარა ვარდისფერ მეჭეჭებს წარმოქმნიან. ანტრაქნოზი დაწყებით სტადიაში ნაყოფებზე სველი მომცრო ყავისფერი ლაქის სახით ვლინდება, რომელიც თანდათანობით იზრდება და ჩაღრმავებულ ადგილებში მოვარდისფრო მეჭეჭებით იფარება (კონიდიალური ნაყოფიანობა). ხშირ წვიმიან ამინდში ნაყოფები ნაოჭდება და ცვივა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.