L. (Ascochyta caricae Pat.) გავრცელებულია უფრო ჭარბტენიან რაიონებში და ჩნდება უმთავრესად ზრდასრულ ფოთლებზე ღია - ყვითელი, ყავისფერი ანდა მოწითალო-მრგვალი 2 სმ-ის დიამეტრის ლაქების სახით, რომელსაც გარშემო მუქი არშია აქვს შემოვლებული. ლაქები ფოთლის მთავარ ძარღვთან ჩნდება. დაზიანებული ქსოვილები თანდათან იშლება, ფოთლები იხვრიტება. პათოგენი დაზიანებული ფოთლების ნაყოფსხეულებში იზამთრებენ პიკნიდიებით და პიკნოსპორებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.