L. (Hypoborus ficus Erichs.) საქართველოში გავრცელებულია ყველგან, აზიანებს ტოტებს და ღეროებს, ზამთრობს ხის ქერქის ქვეს, როგორც მატლის, ისე ხოჭოს ფაზაში. გამოზამთრების შემდეგ, ხოჭო ღრღნის ხის ქერქს, იჭრება მერქანში და აკეთებს საქორწინო კამერას. მდედრი განაყოფიერების შემდეგ გარდიგარდმო ღრღნის 2 სმ სიგრძის ხვრელს, რომლის ორივე მხარესაც კვერტებს ათავსებენ გამოჩეკილი მატლები კვების შედეგად სადედე ხვრელის პერპენდიკულარულად ხვრელებს წარმოშობენ. მატლები დაამთავრებენ თუ არა ზრდა-განვითარებას, ხვრელების ბოლოში აკეთებენ ორმოს - აკვანს - რომელშიც ჭუპრდებიან. გამოსული ხოჭოები ქერქში ღრღნიან ხვრელებს, გამოდიან გარეთ და იფანტებიან იქვე, ახლომდებარე დასუსტებულ ხეებზე მავნებელი წელიწადში 2-3 თაობადს იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.