C

ლა ლე ლი ლო ლპ
ლებ ლეი ლეჟ ლეს ლექ ლეღ ლეც

ლეღვის ცერკოსპოროზი

L. (Cercospora ficicola Band.)
ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ საგრძნობი ზიანი დასავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში მოაქვს. ლაქა ფითლებზე, ზოგჯერ კი ყუნწებზე ვლინდება. იგი ოთხკუთხა, უფორმო, რუხი ან ყავისფერია. მისი დიამეტრი 1- 8 მმ-ია, რაც დამოკიდებულია ფოთლის ასაკზე, ჯიშის მიმღებიანობაზე და ამინდის პირობებზე. ძლიერ დაავადებული ფოთლები შეიძლება ჩამოცვივდეს. ტენიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს, ლაქაზე ჩნდება ხავერდოვანი ფიფქი (სოკოს კონიდიალური ნაყოფიანობა). ცერკოსპოროზის გამოწვევია სოკოს მიცელიუმი, რომელიც უჯრედშორის ქსოვილებშია განლაგებული. ლაქის ზედა მხარეს წარმოიქმნებიან კონიდიათმტარები კონიდიუმებით. ისინი განლაგებულია ბუშტისმაგვარ სტრომაში. კონიდიათმტარები ყავისფერი ან მუქი ყავისფერია. ინფექცია ფოთლის ბაგეებიდან იწრება. ავადმყოფობის საინკუბაციო პერიოდი 6 – 12 დღეა. ცერკოსპოროზის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურია 19 - 25⁰ C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა - 70%, ინფექციის წყაროა დაავადებული ფოთლები, რომლებზედაც სოკო კონიდიალური ნაყოფიანობის სახით სახლდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9