L. (Phomopsis cinerescens Sacc.) თითქმის ყველგან გვხვდება, მაგრამ უფრო მეტად - მოუვლელ, მიტოვებულ ხეებზე, აზიანებს შტამბსა და ტოტებს, ზოგჯერ ნაყოფსაც. ლეღვის ხის ქერქზე ავადმყოფობა მრგვალი ღია-მონაცრისფრო ან ნაცრისფერი ლაქების სახით ჩნდება, დამახასიათებელი მუქი არშიით. თანდათანობით ლაქა იზრდება და მომავალი წლის შემოდგომაზე წარმოიქმნება კიბოსებრი იარები, რომლებიც შემდეგში მთელ მცენარეს ედება. დაზიანება შავი ლაქის გაჩენით იწყება, რომელიც იზრდება და შემდეგ მთელ ნაყოფს ედება. ინფექციის შეჭრა ქერქის ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში ხდება. დაავადება უფრო სწრაფად დასუსტებულ მცენარეებში მიმდინარეობს. ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს მავნებლებიც, კერძოდ მერქნიჭამიები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.