C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ალბ ალგ ალე ალი ალკ ალმ ალო ალპ ალუ

ალევრიტი

დანალექი ფხვიერი ქანი, დედაქანის დაშლის პროდუქტი. შედგება წვრილი (0,1-0,01 მმ ზომის) ნამსხვრევი დაკუთხული მასალისაგან. მარცვლების ზომის მიხედვით ალევრიტი გარდამავალია ფსამიტსა (ქვიშას) და პელიტს (თიხას) შორის. წარმოშობით ქვიშისაგან არ განსხვავდება. ალევრიტს განეკუთვნება მტვერი, შლამი, ლიოსი და სხვა. ლითიფიკაციის შედეგად გარდაიქმნება ალევროლითად. ალევრიტი გამოიყენება ცემენტის დამზადებისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9