C

ლა ლე ლი ლო ლპ
ლია ლიგ ლივ ლიზ ლით ლიკ ლიმ ლიო ლიპ ლიტ

ლიოსი

წმინდამარცვლოვანი ერთგვაროვანი არაშრეებრივი ჩალისფერი ქანი, რომლის შედგენილობაა: კვარცი და სილიკატები 27-90%, თიხამიწა 4-20%, ნახშირმჟავა კალციუმი 6% და მეტი. მინარევების სახით შეიცავს რკინის ჰიდროჟანგებს, ქარსებსა და სხვა მინერალებს. ფორიანობა 40-55%. ლიოსი წარმოიქმნება ზომიერი სემიარიდული ჰავის პირობებში. განლაგებულია რამდენიმე მ-იდან 50-100 მ. სისქის ზეწრის სახით. გავრცელებულია ზომიერ სარტყელში, მ.შ. ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9