C

ლა ლე ლი ლო ლპ
ლია ლიგ ლივ ლიზ ლით ლიკ ლიმ ლიო ლიპ ლიტ

ლიოსისებრი თიხნარები

ლიოსისმაგვარი ქანები; ლიოსისგან განსხვავდება მსხვილმტვეროვანი ფრაქციის მცირე შემცველობით და სხვა ფრაქციების დიდი რყევედობით, ნაკლებ ფორიანობით და წყალგამტარობით. შეფერილია მოყვითალო-ყომრალიდან მოწითალო-ყომრალამდე. ჩვეულებრივ, შეიცავს კარბონატებს საქართველოში ლიოსისებრ თიხნარებს ვხვდებით მტკვრის, ივრისა და ალაზნის შუა და ქვედა ნაწილის დეპრესიულ ზოლში. ხასიათდება ერთგვაროვანი მექანიკური შედგენილობით მსხვილმტვრიანი ფრაქციის დიდი მონაწილეობით. თიხამინერალებიდან შეიცავს მონტრმორილონიტის ჯგუფის მინერალებს და ჰიდროქარსებს, პირველადი მინერალებიდან - კვარცს, ქარსს, მინდვრის შპატს, კალციტს, რკინის ჟანგებს და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9