L. (Colletotrichum lindemuthianum Sacc. Et Magn.) ანთრაქნოზი ლობიოსა და სხვა პარკოსანი კულტურების (სოია, ბარდა, ცერცვი, მუხოდო და სხვა) ერთ-ერთი მთავარი და ფართოდ გავრცელებული ავადმყოფობაა. ანთრაქნოზით მცენარის ყველა ორგანო ავადდება: ფესვი, ღერო, ფოთლები, პარკები. ლობიოზე ავადმყოფობის პირველი ნისნები ყავისფერი ლაქების სახით ჩნდება, რომლებიც თანდათან დიდდება, ზოგჯერ 1 სმ-ის დიამეტრსაც აღწევს, ღრმავდება და გარშემო მოწითალი-მორუხო არშიებს იკეთებს. ავადმყოფობისხელშემწყობ პირობებში (ჭარბი ტენი, ნათესის სიხშირე) ლაქები იმდენად ძლიერად ვითარდება, რომ პარკის ორ მესამედ ნაწილს ფარავს. ამასთან, ლაქები სიღრმეშიც ვრცელდება. ეს პროცესი ზოგჯერ ისე ძლიერად მიმდინარეობს, რომ თესლამდეც კი აღწევს, არღვევს თესლის კანს, იჭრება ლებნებში და შლის თესლს. სუსტად დაავადებული თესლი ყვითლდება და შავი ან მურა მოგრძო ლქები უჩნდება ფოთლების დაავადების დროს ანთრაქნოზი მხოლოდ ძარღვების მიმართულებით ვრცელდება, ხოლო ფოთლის ფიტფიტის ქსოვილი, რომელიც დაავადებულ ძარღვს საზღვრავს, მუქდება, ყავისფერდება, ფირფიტა კი იცხრილება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.