ეს ვირუსები ფოთლის მწვანე ფირფიტაზე ღია ყვითელი ფერის ლაქებს წარმოშობს. ხშირად ქვედა იარუსის ფოთლები ქლოროზულია. ჩვეულებრივი (მწვანე) მოზაიკისაგან გახსხვავებით, ყვითელი მოზაიკის დროს ფოთოლი ყუნწთან მიმაგრების ადგილას ქვევითკენ ვერტიკალურად იხრება. ყვითელი მოზაიკა ლობიოს თესლით არ გადადის. გარდა ლობიოსი, ამ მოზაიკით ავადდება სხვა პარკოსნებიც. ვირუსის ინფექციის კერაა მრავალწლოვანი პარკოსანი მვენარეები: სამყურა, ძიძო და სხვა, საიდანაც ინფექციალობიოს ნათესებში ბუგრების საშუალებით ვრცელდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.