ამ მოზაიკით დაავადებული ფოთოლი ძარღვების ახლო აჭრელებით, ყვითელი და მწვანე ლაქების სახით ხასიათდება. გარდა ამისა, ვირუსი ფოთლის დეფორმაციას იწვევს - ფოთოლი იგრიხება ქვედა მხარეზე. ლობიოს მოზაიკის გავრცელება თესლის საშუალებითაა შესაძლებელი. ზოგ პარკში თესლის ერთი ნაწილია დაავადებული, ნაწილი კი - არა. ხელოვნური დაზიანება ძნელად ხდება. ავადმყოფობას უმთავრესად მწერები ავრცელებენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.