ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მავნებლის რიცხვობრიობა აჭარბებს მავნეობის კრიტერიუმს ანუ მავნეობის ეკონომიურ ზღვარს, ე.ი. დონეს, როცა პესტიციდების გამოყენებაზე გაწეული ხარჯები არ აღემატება მავნებლის მიერ განადგურებიდან გადარჩენილი მოსავლის ღირებულებას. ამასთან აუცილებლადაა მიჩნეული პესტიციდის გამოყენების შეთანაწყობა ბიოლოგიურ, აგროტექნიკურ და სხვა საშუალებებთან, შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის შესაძლო ზუსტი გათვალისწინებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.