L. (Eurygaster integriceps) ხასიათდება მაღალი მავნეობით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ხოჭო ადვილად გასარჩევია, რადგან მას ძლიერ განვითარებული მკერდის ფარი აქვს, რომელიც სხეულის თითქმის მთელ ზედა მხარეს ფარავს. ახალგამოჩეკილი მატლები ჯერ მცენარის ნორჩ ფოთლებს წუწნიან, შემდეგ კი თავთავებზე გადადიან. მარცვლეული აღარ მწიფდება და ნაოჭდება, მისი წონა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საღის. ასეთი თავთავი მოთეთრო ფერისაა და ფეხზე მდგომი. მავნებელი იძლევა ერთ გენერაციას. ბრძოლის ღონისძიებები: ხოჭოების შეგროვება და განადგურება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შემოდგომის ნათესების ხვატარი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს ტენიან ადგილებში. ზიანის მომტანია მატლი, რომელიც ახალ ამოსულ მცენარეებს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს უღრღნის ღეროსა და ფესვის ყელს. დაზიანებული მცენარე დანით გადაჭრილს მოგვაგონებს და ადვილად იღუპება. ერთ კვადრატულ მეტრზე 30 მატლის არსებობის შემთხვევაში ნაკვეთი მთლინად ტიტვლდება. მავნებელს აქვს სამი გენერაცია. პირველი თაობის პეპლების ფრენა აპრილის ბოლოს-მაისში მიმდინარეობს, მეორე თაობის-ივნისის ბოლოს-ივლისში, მესამე თაობის კი-აგვისტოს ბოლოს-სექტემბერში. ბუნებრივი მტრებია: ტაქინები, ტრიქოგრამა. ბრძოლის ღონისძიებები: სარეველების.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.