L. (Pentodon idiota Hrbst.) სხეული შავია და დაფარულია თეთრი ფიფქებით. ზედა ფრთები ღია წაბლისფერია და ისინიც დაფარულია თეთრი ფიფქით. გავრცელებულია მთელ საქართველოში. მატლი იკვებება მიწისქვეშა ორგანოებით, ხოჭო კი ფოთლებით. ხშირად იმ მცენარეთა სრულგანადგურებას იწვევს. ღრაჭები ზამთრობენ მატლისა და იმაგოს ფაზაში, ნიადაგის სხვადასხვა სიღრმეზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.