C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მაკროსპოროზი, რუხი ანუ მშრალი ლაქიანობა

L. (Macrosporium solani Ell. et Mart.)
ეს სოკო აავადებს პამიდორს, ბადრიჯაბს, წიწიკას, კარტოფილს. პამიდორის დაავადებისას ჯერ ქვედა ხოლო შემდეგ ზედა ფოთლებზე კონცენტრირებული მრგვალი (დიამეტრი 7-15 მმ) მოყავისფრო ლაქები ჩნდება, ოდნავ შესამჩნევი შავი ფიფქით. ტენიან ამინდში ლაქების რიცხვი მატულობს. ისინი ხშირად ერთდება და იღებს დაკუთხულ ფორმას, ფოთლები ხმება. როგორც მწიფე, ისე ახალგაზრდა ნაყოფზე წარმოიქმნება შავი ფერის ხავერდოვანი მომრგვალო ლაქები. ავადმყოფობის ძლიერ განვითარებას ხელს უწყობს მშრალი და ცხელი ამინდის მორიგეობა წვიმიან და ტენიან ამინდთან. პათოგენი ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9