C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მაჟაურა

L. (Zeuzera pyrina L.)
პეპელა მერქნიჭამიასებრთა ოჯახისა. აზიანებს ფოთლოვან მცენარეებს, განსაკუთრებით ვაშლს, იფანს, მსხალს, კომშს. პეპელას სიგრძე 5-7 სმ აღწევს, თეთრი ფრთები და მუქი ლურჯი ლაქები აქვს. დებს 600-1000 კვერცხს. ახალგამოჩეკილი მატლი იჭრება ყლორტებში, აკეთებს სავალს და იზამთრებს. გაზაფხულზე გადადის მსხვილ ტოტებსა და ღეროში და ახლა იქ გამოიზამთრებს. მე-3 წლის გაზაფხულზე ამზადებს გამოსასვლელ ხვრელს და ჭუპრდება. მაჟაურას ერთი თაობა ორწლიანია. მაჟაურას მიერ დაზიანებული ხეები სუსტდება და ხმება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9