C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მანგანუმის შლამი

მანგანუმის შლამი ჭიათურის შავი ქვების წარმოების ნარჩენია. იგი ფხვიერი შავი ფერის მასაა. მასში Mn შემცველობა 9 – 30% - ის ფარგლებშია. გამოყენებული უნდა იქნეს მანგანუმის შემცველობაზე ნიადაგის აგროქიმიურ გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მასი Mn საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, იგი მცენარისათვის ძნელად შესათვისებელ ფორმაში იმყოფება. ამიტომ ნიადაგის გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით მისი შეტანის ნორმა დიდია და შესაბამისად მოქმედების ვადაც საკმაოდ ხანგრძლივია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9