C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მარილები

მარილები - ქიმიაში იონური შენაერთებია, რომლებიც მჟავასა და ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება. მარილები შედგებიან კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და ანიონებისგან (უარყოფითი იონები), რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები შეიძლება იყოს არაორგანული (Cl¯) ან ორგანული (CH₃COO¯), ერთატომიანი (F¯) ან მრავალატომიანი (SO₄²¯). კათიონები შეიძლება იყვნენ მეტალის იონები, ამონიუმის იონი (NH₄⁺), კომპლექსური კათიონები და ა.შ. ანიონები კი ორგანულ და არაორგანულ მჟავათა ნაშთები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9