ბუგრი ახალგაზრდა მცენარეებს წუწნით აზიანებს და ძლიერი გამრავლების პერიოდში მთლიანად ახმობს მათ. მნიშვნელოვანია ბუგრების 5 სახეობა. მათგან მარცვლოვანთა დიდი ბუგრი აზიანებს ქერს, შვრიას, ჭვავს, ხორბალს. იკვებება ფოთლებით, ღეროთი, თავთავებით, არ ქმნის დიდ კოლონიებს, შესაბამისად – დაზიანებაც ნაკლებია. მარცვლოვანთა ჩვეულებრივი ბუგრიც აზიანებს ქერს, შვრიას, ფეტვს, ხორბალს; ქმნის დიდ კოლონიებს, მასობრივი გამრავლების პერიოდში დიდი ზიანი მოაქვს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.