L. (Colletotrichum gloeosporioides, Colletotrichum fragariae) დაავადებისთვის დამახასიათებელია მთლიანი მცენარის ფესვის ყელის ფიტოფტორა-სიმპტომები ფესვის ყელზე და ფოთოლზე 100 მოულოდნელი ჭკნობა. რამდენიმე დღეში შეიძლება დაიღუპოს მთელი მცენარე. ანთრაქნოზით დაინფიცირებულ ვარჯის ქსოვილს ექნება მოწითალო-მოყავისფრო გაუფერულება. ანთრაქნოზით გამოწვეული ვარჯის სიდამპლის გამორჩევა ფიტოფტორათი გამოწვეული ვარჯის სიდამპლისგან შესაძლებელია მხოლოდ სოკოვანი პათოგენის გამოყოფით. ანთრაქნოზით გამოწვეული ნაყოფის სიდამპლე (Colletotrichum acutatum) ანთრაქნოზით გამოწვეული ნაყოფის სიდამპლე გამოწვეულია იმავე სოკოვანი პათოგენით, რომელიც იწვევს ანთრაქნოზით გამოწვეულ ფესვის ყელის სიდამპლეს. ანთრაქნოზით გამოწვეული ნაყოფის დაზიანება გამოიხატება ჩაღრმავებული, ოვალური-მომრგვალო ფორმის, მკვრივი და მოწითალო-მუქი ყავისფერი ლაქების სახით. შემდგომ ეტაპებზე და სათანადო ტენიან პირობებში ანთრაქნოზით გამოწვეული დაზიანებები შეიძლება შეიცავდეს დაზიანებების საზღვრებზე თეთრ მიცელიუმს, და ნარინჯისფერ-ვარდისფერ სოკოვანი სპორების მასას დაზიანების ცენტრში. მშრალ პირობებში, ან თუ მეორადი ანთრაქნოზით გამოწვეული ღეროსა და ნაყოფის სიდამპლე 101 ორგანიზმები არ გამოიწვევენ რბილ სიდამპლეს, ნაყოფი შეიძლება დაჭკნეს და გაშავდეს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.