გნომონიოზი მარწყვის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ფოთლის დაავადებაა. გნომონიოზის სიმპტომები ახალგაზრდა 96 ფოთლებზე ჩნდება ალისფერი-მოყავისფრო დაზიანებების სახით. შედარებით ხნიერ ფოთლებზე დაზიანებები ზოგჯერ ფართოვდება და წარმოიქმნება ღია ყავისფერი ნეკროზული ლაქები. შესაძლებელი ასევე ყვავილის ყუნწის, ფოთლის ყუნწის, ჯამის და ნაყოფის დაზიანება. პატარა ზომის ნაყოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია არარეგულარული ყავისფერი ლაქები ზედაპირზე და ნაყოფის განვითარების შეწყვეტა. მწიფე ნაყოფზე დაავადებას ახასიათებას რბილი სიდამპლე, რომელშიც ხშირად იჭრებიან მეორადი დაავადებები. ნაკვეთის სათანადო სანიტარიული დამუშავება ხელს უწყობს გნომონიოზის სიხშირის და სიმწვავის კონტროლს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.