ბოლო პერიოდში მარწყვის კულტურაზე გავრცელებული ერთერთი საშიში მავნებელია რომელიც ტავისი მღრღნელი პირის ორგანოებით ანადგურებს ნაყოფებს 129 დუჟიანას ნიმფა 130 მწვანე მატლი ნაყოფზე მოქმედების დროს. მწვანე მატლის კვერცხებს ძირითადად ფოთლის ქვეშ დებს, კვერცხების დანახვა მხოლოდ გამადიდებელი ლუპის საშუალებით არის შესაძლებელი და კვერცხიდან გამოსული მატლის ფერი ყავისფერია. ეს ფერის ცვლილება შეწამვლის პროგრამისათვის დამხმარე ფაქტორია. საკვები ელემენტების მოხმარების განსაზღვრა მარწყვის მცენარის გარეგანი ნიშნებით აზოტი მარწყვისთვის საჭირო ძირითადი საკვები ნივთიერებაა. ზოგადად რეკომენდებულია 100 კგ N -ის დამატება ერთ ჰექტარზე 131 წელიწადში ან მოსავლის ციკლში. ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობის მქონე ქვიშოვან ნიადაგზე ან/და დღის ხანგრძლივობისადმი ნეიტრალური ჯიშებისათვის ოპტიმალური ზრდისთვის შეიძლება საჭირო იყოს 150 კგ N. დამატებული აზოტი N-ის სულ ცოტა 50% ნიტრატის ფორმით უნდა დაემატოს. ოპტიმალურ ზრდას საზოგადოდ ვიღებთ როდესაც NH₄ : NO₃ შეფარდება N სასუქში ნაკლებია 160 1:1-ზე. მარწყვის ზრდა შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს როდესაც NH₄ კონცენტრაცია მთლიანი N-ის წყაროს 50%-ზე მაღალია. საუკეთესო შემთხვევაში დარგვის შემდეგ აზოტის მთლიანი წლიური მოთხოვნილების დარჩენილი 75% უნდა დაემატოს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მეშვეობით. სავეგეტაციო სეზონის აზოტის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს ღია მწვანე და ყვითელ ფოთლებს, ასევე მოწითალო-მოალისფრო ფოთლებს 132 განმავლობაში უწყვეტი განოყიერება უფრო ეფექტური გზაა N-ის დასამატებლად, განსაკუთრებით მსუბუქ ქვიშოვან ნიადაგში. აზოტით განოყიერების ოპტიმალურზე მაღალი დოზა გამოიწვევს ფოთლების მეტისმეტად ზრდას, გაიზრდება დაავადებებისადმი დაუცველობა, ადრეული სეზონის მოსავალი შემცირდება, შემცირდება ნაყოფის ხარისხი, ნაყოფის ზომა და სიტკბო, გაჩნდება არათანაბარი შეფერილობა და შემცირდება სიმკვრივე. ოპტიმალურზე დაბალი N-ის შემთხვევაში შემცირდება მცენარეთა ზრდა და ნაყოფის ზომა. აზოტის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს ღია მწვანიდან მოყვითალო ფერისფოთლებს წითელი შეფერილობით კიდეებზე, რაც ხშირად ფოთლის ზედაპირის დიდ ფართობს მოიცავს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.