C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მარწყვის ნაცარი

L. (Sphaerotheca macularis)
ნაცარი მარწყვის ფოთლის გავრცელებული დაავადებაა. თუმცა, განსხვავებულია სხვადასხვა ჯიშების გამძლეობა მის მიმართ. სიმპტომები მოიცავს თეთრ ნაფიფქს ფოთლის ქვედა ზედაპირზე, რაც იწვევს ფოთლის კიდეების გარეთა მხარეს დახვევას. დაავადებული ფოთლები იღუნება, რომლებიც ხშირად წითლდება და იფარება მორუხო თეთრი ნაცროვანი სოკოთი მოგვიანებით ფოთლები წითლდება ან ალისფერი ხდება. თეთრი სოკოვანი ნაფიფქით შეიძლება დაიფაროს ასევე ინფიცირებული ყვავილები და ნაყოფი. დაავადებული ნაყოფი შეიძლება ვერ დამწიფდეს ან არ განუვითარდეს სრულყოფილი წითელი 97 ფერი. სოკო, როგორც წესი, კოლონიებად იჭრება ნაყოფის თესლში, წარმოქმნის მიცელიუმს, რომელიც თესლს აძლევს განსხვავებულ სახეს. ნაცრის გავრცელებისათვის ხელსაყრელია ტემპერატურა (15- 20°C) და მაღალი ტენიანობა, თუმცა არა წვიმა. ნაცროვანი სოკო — ესაა დაავადება, რომელიც მწარმოებელმა ადრეულ ეტაპზე უნდა აღმოაჩინოს, ვიდრე ნაკვეთს ფართოდ მოედება. როდესაც ბევრი ფოთლებია კოლონიზებული, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სპორები და დაავადებასთან ბრძოლა რთულდება. პლატაცია გაშენების შემდეგ რეგულარულად უნდა შემოწმდეს, უნდა დააკვირდეთ ამობრუნებულ ფოთლებს, გადმოაბრუნოთ ფოთლები და დააკვირდეთ, ხომ არ აღენიშნებათ ნაფიფქი. ნაცროვანი სოკოს აღმოჩენის შემდეგ დაავადების დასათრგუნად საჭირო იქნება ფუნგიციდებით დამუშავება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9