C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მარწყვის ნემატოდები

ნემატოდები მცირე ზომის, ძირითადად ჭიის ფორმის, უსეგმენტო ორგანიზმებია რომლებიც მცენარეში ინფექციის მიზეზი ხდებიან. ნემატოდების ზოგიერთი ჯიშები არა მარტო ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებს ავრცელებს, არამედ ზოგიერთი ვირუსული დაავადების გადამტანები არიან. ნემატოდების მოქმედების შედეგად მცენარეებში ვლინდება განვითარების არასაკმარისობა, ფოთლების დაპატარავება, ფორმის დარღვევა, გაყვითლება ან გახმობა, ნაყოფის გაფუჭება ან სხვადასხვა დეფორმაციები. არსებობს რამოდენიმე ნემატოდი

ფესვი-კორძის ნემატოდი (Meloidogyne spp.),

ფესვი-ნასერის ნემატოდი (Pratylenchus spp.),

წვეტიანი ნემატოდები (Xiphinema spp.) ან

ნემსისებური ნემატოდები (Longidorus spp.),

ჯუჯა ნემატოდები (Aphelenchoides spp.).

კონკრეტული ნემატოდის არსებობა და სახეობა მხოლოდ 111 გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია დაადგინოს ლაბორატორიულ პირობებში. ნემატოდებთან ბრძოლისას აუცილებელია სარგავი მასალისა მიწის ნაკვეთების მუდმივი კონტროლი და ყოველი სეზონის დაწყების წინ სოლარიზაციისა და ფუმიგაციის მონაცვლეობითი ჩატარება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9