L. (Phytophthora cactorum) ფიტოფტორა გამოწვეულია ნიადაგში არსებული სოკოთი, გნომონიოზი ნაცარი ფოთოლზე ნაცარი ნაყოფზე 99 რომელიც აავადებს მარწყვის ფესვთა სისტემას და ფესვის ყელს. დაავადება უპირატესად დაკავშირებულია მძიმე ან ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგებთან. ამავე სოკოს სახეობა იწვევს ნაყოფის კანის სიდამპლეს და ფესვის სხვა დაავადებებს. ფიტოფტორა ფესვის ყელის სიდამპლის საწყისი სიმპტომებია: მცენარეთა ზრდის შეჩერება და პატარა ფოთლების განვითარება. შედეგში მთელი მცენარე დაჭკნება და გახმება. ინფიცირებული მცენარის გაჭრისას ვარჯის ძარღვოვან ქსოვილში ან მთელი ვარჯის ქსოვილში შესაძლებელია ყავისფერი გაუფერულების დანახვა. ფესვები, როგორც წესი, გაუფერულებული ყავისფერია. ამ დაავადებისგან გამოწვეული ჭკნობის და ფესვის ყელის სიდამპლის სიმპტომები რთული გამოსარჩევია ანთრაქნოზით დაზიანებისგან რომელსაც იწვევს Colletotrichum gloeosporioides. ანთრაქნოზით დაინფიცირებული ქსოვილი ხდება შედარებით მუქი დარიჩინის ფერი, არის უფრო მტკიცე და ხშირად მარმარილოსებური.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.