L. (Phytophthora fragaria) სოკოვანი ინფექცია მხოლოდ ფესვთა სისტემაზე ვრცელდება, თუმცა ფოთლებზე შეინიშნება თვალსაჩინო სიმპტომები. ახალი ფოთლები პატარა და მოლურჯო-მომწვანოა, ძველი ფოთლები კი ყვითლდება ან წითლდება. დაავადებულიმცენარეების ზრდა ჩერდება და ისინი იძლევიან მცირე რაოდენობით ნაყოფს, ან საერთოდ არ იძლევიან. დაავადებული მცენარე შეიძლება დაიღუპოს ან შეუჩერდეს ზრდა, წარმოქმნას მცირე რაოდენობის პწკალები და პატარა ზომის ნაყოფები დაავადებული მცენარე მშრალი ამინდის პირობებში ძალიან სწრაფად იღუპება. მარწყვის ფიტოფტორათი დაზიანებული ფესვის ღერო 102 მარწყვის ფიტოფტორით დაზიანებული მარწყვის ფესვის ყელის ქვედა ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ, მოყვითალოა, იღებს მოჟანგისფრო-მოწითალოყავისფერს. გაუფერულება შეიძლება მოიცავდეს მთელ გულს, ან მხოლოდ ფესვთა ბოლოებში არსებულ შიდა ნაწილს. მოწითალო-მოყავისფრო გაუფერულების შემჩნევა იოლია, სიგრძეზე ან სიგანეზე კვეთის შემთხვევაში. ნიადაგის კარგი დრენაჟი, მსუბუქი, კარგი ტექსტურის მქონე ნიადაგის შერჩევა და დარგვა შემაღლებულ კვლებზე ტენიან ადგილებში ხელს შეუშლის სოკოს ზრდას. ნერგები მხოლოდ ისეთი სანერგეებიდან უნდა შეიძინოთ, რომლებიც შემოწმებულია და სერტიფიცირებულია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.