L. (Phomopsis obscurans, Dendrophoma obscurans) ფოთლის გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც, 95 როგორც წესი, თავს იჩენს მოსავლის აღების შემდეგ. დაავადების სიმპტომები იწყება ფოთოლზე ერთიდან ექვსამდე მრგვალი მოწითალო-მოალისფრო ლაქების გაჩენით. ფოთლის ლაქების გაზრდასთან ერთად ხდება ცენტრის ნეკროზი, რომელიც ივითარებს ღია ყავისფერი არშიას. შედარებით ძველი ლაქები ფოთლის ძირითადი ძარღვების გასწვრივ გადაიზრდება დიდი ზომის ყავისფერ V-ფორმის დაზიანებებად და გასდევს მთავარ ძარღვებს ბოლოს შეიძლება მთელი ფოთოლი გამუქდეს. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება დაინფიცირდეს „ულვაშები“ (stolons), და ფოთლის ყუნწები. ლაქიანობას ასევე შეუძლია მარწყვის ნაყოფის ღეროს ბოლოში გამოიწვიოს ვარდისფერი, რბილი სიდამპლის გავრცელება. დაავადების ინტენსიური განვითარება იწვევს მომდევნო წელს ყვავილების კვირტების წარმოქმნის შეფერხებას და ზამთარგამძლეობის შემცირებას. დაავადებებთან ბრძოლისთვის ეფექტურია ასევე ნაყოფის სიდამპლისთვის რეკომენდებული აგროტექნიკური მეთოდები და ფუნგიციდები. ეს ასევე ითვალისწინებს მცენარეთა და რიგების სათანადო დისტანციით მოწყობას, რათა შესაძლებელი იყოს ჰაერის დრენირება და მცენარის ზრდის სიძლიერის უზრუნველყოფას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.