L. (Ramularia tulasner Sacc.) ეს სოკოვანი დაავადება საქართველოში ფართოდაა გავრცელებული; აავადებს ფოთოლს, ნაყოფის ყუნწს, რომლებზედაც მეწამულ-მოყავისფრო წაგრძელებული ან მომრგვალებული ლაქები ჩნდება. აავადმყოფობა ძირითადად მაისის შუა რიცხვებში და მოსავლის აღების შემდეგ ვლინდება. ძლიერ დაავადების შემთხვევაში ლაქები ერთიანდება, ფოთოლი იგრიხება და ჭკნება. სოკო იზამთრებს მწვანე ფოთლებში მიცელიუმის, ხოლო გამხმარ ნაწილებში სკლეროციუმების სახით. ცნობილია სოკოს ჩანთიანი სტადიაც. დაავადების გავრცელება ძირითადად ნარგავის ასაკზეა დამოკიდებული. პირველ წლის ნარგავი მცირედ ავადდება. განსაკუთრებით ძლიერად დაავადება მეხუთე წლის ნარგავებზე აღინიშნება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მძიმე თიხნარი და ორგანული სასუქებით მდიდარი ნიადაგები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.