C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მარწყვის ფოთლიხვევია

L. (Ancylis comptana Froel)
რომელიც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. მცენარეს 1-2 ასაკის მატლი ფითლის ქვედა მხრიდან აზიანებს. შემდეგ ასაკის მატლი ზედა მხრიდან იკვებება. მატლი ხშირად კეცავს ფოთლს ორ ნაწილად, ან მას სიგარის ფორმას აძლვენ და ისე იკვებება; შემდეგ იქვე ჭუპრდება. მატლი ზამთარს მარწყვის ჩამოცვენილ ფოთლებში ატარებს. მეზამთრეობიდან გაზაფხულზე 10⁰C ტამპერატურის დადგომოსას გამოდის. კვების შემდეგ დაიჭუპრება 5-6 დღე გრძელდება. პირველი თაობის პეპლების ფრენა მაისის მესამე დეკადაში მიმდინარეობს, მეორე თაობის - ივლისის პირველ დეკადაში, მესამესი - აგვისტოს მეორე დეკადაში, მეოთხე თაობისა - სექტემბრის მეორე დეკადაში. კვერცხები ფოთლის ქვედა მხარეს იდება. კვერცხის საშუალო პროდუქცია 100-მდეა. წელიწადში მავნებელი 4 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9