დუჟიანა მარწყვის აბეზარი მავნებელია, რომელსაც უკიდურესად მაღალი რაოდენობით გავრცელების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს მცენარეთა ზრდის შეჩერება და ნაყოფის ზომის შემცირება. თუმცა, ისინი ძირითადად უსიამოვნოა მკრეფავებისთვის, მწერის გამონაყოფის (ქაფის) გამო, მიუხედავად მისი უვნებლობისა. დუჟიანა შეიძლება ვიცნოთ მარწყვის ნარგავების ფოთლებზე, ფოთლის ყუნწებსა და ღეროებზე თეთლი ქაფის მასებით. ამ ნივთიერებას გამოიმუშავებენ მოყვითალო-მომწვანო ნიმფები მტაცებლებისგან და გამოშრობისგან თავის დასაცავად. ზრდასრულთა მწერები მწვანე ფერისაა და მუქდება დროთა განმავლობაში მკრთალ ყავისფრამდე. ისინი ძალიან აქტიურები არიან და შეხებისას ხტიან. ზრდასრულები არ წარმოქმნიან გამონაყოფს. კვების შედეგად ტოვებს თეთრ ქაფისებრი გამონაყოფს. ამ მავნებლების პოპულაციების დიდი რაოდენობა ხშირად დაკავშირებულია დასარევლიანებულ ნაკვეთებთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.