ამა თუ იმ მწერის ახალგაზრდა ფორმა. ცხოველების ინდივიდუალური განვითარების ერთ-ერთი სტადია. მატლის ფაზის დანიშნულებაა კვება (ძირითადი) და ზრდა. რადგანაც ის დაფარულია კანის მკვდარი ფენით - კუტიკულით, რომელიც არც იწელება და არც იზრდება, მატლი ზრდის პროცესში პერიოდულად იცვლის კუტიკულას. კუტიკულის ცვლებს შორის პერიოდს მატლის ასაკი ანუ ხნოვანება ეწოდება. სახეობის მიხედვით, კანცვლების რაოდენობა სხვადასხვაა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.