C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი

L. (Sitotroga cerealella Oliv)
მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი ფართოდაა გავრცე ლებული საქართველოში. მავნებლის პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 11-16 მმ-ს შეადგენს. იგი ჟანგისფერი ყვითელია, ფრთები და თავი დაფარულია თეთრი ქერცლით. წინა ფრთების წამახვილებულ ბოლოში ორი ლაქა ახასიათებს. უკანა, წვეროსკენ ამონაკვთულ ფრთებზე კი აქვს ნაცრისფერი ფოჩები. მარცვლეულის ანუ სიმინდის ჩრჩილი ზამთარს ძირითადად პეპლის ფაზაში ატარებს საწყობებში, ბეღლებსა და სასიმინდეებში. პეპლის კვერცხის პროდუქცია 50-150 ცალს შეადგენს. კვერცხი იდება სიმინდის ტაროებზე, ხორბლის, შვრიის, ჭვავისა და წიწიბურას თავთავებზე. ემბრიონალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰიდროთერმულ პირობებზე და 4-დან 28 დღემდე გრძელდება. ახლადგამოჩეკილი მატლი იჭრება მარცვალში, მიყვება მას საწყობში და იქვე ამთავრებს განვითარებას, რის შემდეგაც ხდება დაჭუპრება. მანამდე მატლი ღრღნის პეპლის გამოსაფრენ ხვრელს და აბლაბუდის ძაფისაგან იკეთებს დასაჭუპრებელ აკვანს ხვრელის კედლებში. გარემო ფაქტორებისადმი იგი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევა: 100-120-ზე მატლი გადადის დიაპაუზაში, 10-11% ტენიანობის შემთხვევაში კი მისი დიდი ნაწილი იღუპება. მავნებელს წელიწადში დაახლოებით 4-6 გენერაცია ახასიათებს. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებით, რის შედეგადაც პროდუქცია კარგავს საწარმოო და კვებით ღირებულებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9