ხასიათდება დაბალი წნევით (ზ.დ. 4000 მეტრზე ზევით წნევა საშუალოდ ორჯერ დაბალია, ნორმალურზე), მზის მაღალი გამოსხივებით, ტემპერატურის მკვეთრი დღეღამური და წლიური რყევადობით, შედარებით დაბალი ტემპერატურის~თ (ეკვატორზე ზ.დ. 5000 მ. სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურა 0⁰ - ის ტოლია), ჰაერში წყლის ორთქლის ძლიერ შემცირებული შემცველობით, მაღალი შეფარდებითი ტენიანობით. მალების რაოდენობა იზრდება, სიმაღლის მატებასთან ერთად ცნობილ საზღვრამდე, შემდეგ - მცირდება. მუდმივი თოვლის საზღვრის სიმაღლე დამოკიდებულია ზაფხულის რემპერატულ პირობებზე და თოვლის სახით მოსული ზამთრის ნალექების სისქეზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.