C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაი მაკ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მახ

მახრა ანუ ბოსტანა

L. (Gryllotalpa gryllotalpa L)
საქართველოში ყველგან არის გავრცელებული. ის პოლიფაგი მავნებელია, ძლიერ აზიანებს ვაზს, როგორც სანერგეში, ისე ახალგაშენებულ ვენახებში. ანადგურებს ფესვთა სისტემას, ფესვის ყელს, შემდეგ ნორჩ ყლორტებს. მახრას რიცხოვნობის რეგულირებაში დიდ როლს ასრულებენ ხერხემლიანი ცხოველები: კვერნა, მელია, ტურა, ღორი და სხვა. უფრო მეტი რაოდენობით ანადგურებენ ფრინველები: რუხი ყვავი, ჭილყვავი, ჩხიკვი, ყარყატი, ბუ, შავი ძერა, გუგული, ქათამი, ინდაური, ციცარი და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9