ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რა დროსაც გათვლისწინებულია გარემოს დაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას ახლანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.