1. საყოველთაოდ ხმარებული ტერმინი მუქად შეფერილი მაღალჰუმუსიანი ტენიანი მდინარისპირა ნიადაგებისა; 2.ველის ზონის ნიადაგის ტიპი ჩამოყალიბებული ზედაფენებში კორდიანი, ქვედაფენებში-გალებების პროცესებით ჭარბი ზედაპირული დატენიანებისა და გრუმტის წყლებთან უწყვეტი კავშირის პირობებში გრუნტის წყლის დგომის სიყრმე 1-3 მეტრი; 3.ნიადაგის ტიპი მიეკუთვნება ჰიერომორფულ ჯგუფს; ხასიათდება A₁ – A₁ B – Bgca – Cgca პროფილით. A₁ ჰორიზონტი მუქი რუხია, წვრილმარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურის, A₁B ჰორიზონტი - ყომრალ-რუხი, კაკლოვან-კოშტოვანი სტრუქტურის, აღინიშნება წვრილი ჟანგისფერი ლაქები Bgca ყომრალია ჟანგისფერი და კარბონატების განაყოფებთ; Cgca გალებებული კარბონატული ნიადაგწარმომქნელი ქანია. ჰუმუსიან ფენაში ჰუმუსი დიდი რაოდენობითაა (10-20%), სიღრმეში მისი შემცველობა მკვეთრად მცირდება. ამ ტიპის ფარგლებში გამოიყოფა გვარები: მდელოს გამოტუტვილი, მ. დამლაშებული, მ. კარბონატული, მ. გამერგელებული, მ. გასოლოდებული, მ. ჩარეცხილი, მ. დაწიდული, მ. ბიცობიანი და სხვ. სახეები: მდელოს მცირე სისქის, მ. ღრმა, მ. საშუალო სისქის ნიადაგები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.