C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მდგ მდე მდი

მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგი

მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგისათვის დამახასიათებელია არადიფერენცირებული პროფილი, გალებების ნიშნები და ძლიერი გათიხება. მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგები ხასიათდებიან სუსტად ტუტე ან ტუტე რეაქციით, ჰუმუსის დაბალი შემცველობით, ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ფულვატურ-ჰუმატური ტიპით. კარბონატები აღინიშნება ზედაპირიდან და სიღრმეში მათი რაოდენობა მატულობს. შთანთქმის ტევადობა მაღალია, შთანთქმულ კომპლექსში ჭარბობს გაცვლითი კალციუმი. ნიადაგები მიეკუთვნებიან მსუმბუქ და საშუალო თიხებს. პროფილის შუა და ქვედა ნაწილში აღინიშნება გალებება. არასილიკატური რკინის შემცველობა მნიშვნელოვანია, ამორფული რკი¬ნის ღაოდენობა კი მცირე. თიხა-მინერალების შედგენილობაში მკვეთრად ჭარბობს მონტმორილონიტი, მცირე რაოდენობით აღინიშნება ქლორიტი. მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსწარმოქმნა, ჰუმუსდაგროვება, გაკარბონატება, სიალიზაცია და გალებება. მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 3,3% (228 800 ჰა). ისინი ფორმირდებიან რუხ-ყავისფერ ნიადაგებს შორის მომატებული დატენიანების პირობებში. ეს ნიადაგები, ძირითადად, გავრცელებულია მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში, შედარებით მცირე ფართობებზე გვხვდება კასპის რაიონებში, საკმაოდ დიდი ფართობები უკავიათ ალაზნის ვაკეზე (ალაზნის მარჯვენა მხარე, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი). მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის რელიეფი წარმოდგენილია ვაკეებით, ხშირად უარყოფითი ელემენტებით. ნიადაგწარმომქმნელქანებს მიეკუთვნებიან სხვადასხვა გრანულომეტრული, მინერალური და ქიმიური შედგენილობის პროლუვიური, ალუვიური, ელუვიურ-დელუვიური დანალექი ქანები, რომლებიც ზოგჯერ დამლაშებულია. მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგი ფორმირდებიან ზომიერად მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში. საშუალო წლიურიტემპერატურაა 12-13⁰ С. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 7 თვეს აღემატება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000 -4500 ⁰ С შეადგენს. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა არის 300 – 500 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საშუალო წლიური დატენიანების კოეფიციენტი უდრის 0,4 – 0,6. ბუნებრივი მცენარეულობა მშრალ-სტეპურია. მდელოს ნიადაგწარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთროპოგენური ფაქტორები (ირიგაციის გავლენა). მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის პროფილს აქვს შემდეგი შენება: Aca(g)-Bmca(g)-BCca(g)-BC(g). Aca(g) – მუქი რუხი-ყავისფერი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 20-35 სმ, ტენიანია, მომკვრივო, კოშტოვანი, გვხვდება ფესვები, აღინიშნება გალებების ნიშნები. Bmca(g) - ყავისფერი ჰორიზონტი სიმძლავრით 40 – 60 სმ, კაკლოვან-კოშტოვანი, ტენიანი, გათიხებული, გალებების ნიშნებთ, ერთდროულად ფესვები BCca(g) - ღია ყავიფერი ჰორიზონტი სიმძლავრით 40 – 60 სმ, კოშტოვან-კაკლოვანი, გალებებული, კარბონატების თეთრი თვლებით. BC(g) - რუხი-ყავისფერი, სუსტად გამოხატული გასტრუქტურებით და გალებებით. მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგები განსხვავდებიან რუხი-ყავისფერი ნიადაგებიდან უფრო მეტი სისქით, გალებებით, უფრო ძლიერი გათიხებით. მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგები იყოფა სამ ქვეტიპად: ზედაპირულად-მდელუკ-რუხი-ყავისფერი, მდელუკ-რუხი-ყავისფერი და მდელოს-რუხი-ყავისფერი. ზ ე დ ა პ ი რ უ ლ ა დ-მ დ ე ლ უ კ-რ უ ხ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები ფორმირდებიან ისეთ ადგილებში, სადაც აღინიშნება დამატებითი ზედაპირული დატენი ანება და გრუნტის წყლების ღრმად დგომა. გალებების ნიშნები შეიმჩნევა ზედა ჰორიზონტებში. მ დ ე ლ უ კ-რ უ ხ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები ფორმირდებიან ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლის დგომა ღრმა არ არის (3-5 მ).გალებება აღინიშნება ქვედა ჰორიზონტებში და ნიადაგწარმომქმნელ ქანში, სუსტად შეიმჩნევა მისი ნიშნები ზედა ჰორიზონტში. მ დ ე ლ ო ს რ უ ხ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნ ი ა დ ა გ ე ბ ი ფორმირდებიან ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლის დგომა ზედაპირთან ახლოსაა 168 (2-3 მ) და დამატებით აღინიშნება ზედაპირული დატენიანება. ინტენ სიური გალებება აღინიშნება მთელ პროფილში. მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპებში გამოიყოფა შემდეგი გვარები: ჩვეულებრივი, ბიცობი, ბიცობნარი. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ამ გვარს გააჩნია მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპების ყველა ნიშან - თვისება. ბ ი ც ო ბ ი - ვითარდებიან დამლაშებულ ქანებზე ან დამლაშებული წყლების ზეგავლენით; ხასიათდებიან პრიზმული სტრუქტურით A ჰორიზონტის ქვედა ნაწილში და B ჰორიზონტის ზედა ნაწილში. გაცვლითი ნატრიუმის შემცველობა გამკვრივებულ ბიცობ ჰორიზონტში შთანთქმის ტევადობის 5% - ზე მეტია ბ ი ც ო ბ ნ ა რ ი - ადვილადხსნადი მარილები აღინიშნება არა უმეტეს 150 სმ სიღრმისა. მდელოს რუხი - ყავისფერი ნიადაგები იყოფიან სახეობებად ჰუმუსის შემცველობის, ბიცობიანობის ხარისხისა და ადვილად ხსნადი სიღრმეში განლაგების მიხედვით. მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის კაშტანაზიომების ჯგუფს. ნიადაგების პროფილში გამოვლენილია გლეიკ, კალკარიკ, ვერტიკ დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9