მდელოს ყავისფერი ნიადაგისათვის დამახასიათებელია მძლავრი პრო ფილი, გალებების ნიშნები და მძომე მექანიკური შედგენილობა. მდელოს ყავისფერი ნიადაგები ხასიათდებიან სუსტად ტუტე ან ტუტე რეაქციით, ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ფულვატურ-ჰუმატური ტიპით, ზედაპირვიდანვე კარბონატულობით, შთანთქმული ფუძეების დაბალი ჯამით, ძირითადი ჟანგეულების თანაბარი განაწილებით, ჰიდროქარსების სიჭარბით, სილიკატური რკინის არასილიკატურ რკინაზე მეტი შემცველობით. ნიადაგები მიეკუთვნებიან მსუბუქ და საშუალო თიხებს. გათიხება კარგადაა გამოხატული პროფილის შუა ნაწილში. მდელოს ყავისფერი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიდაგ წარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუს-წარმოქმნა, ჰუმუსდაგროვება, გაკარ ბონატება, გამდელოება, სიალიტიზაცია და გალებება. მდელოს ყავისფერი ნიადაგების საეთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,9% (130-400-ჰა). ისინი ფორმირდებიან ყავისფერი ნიადაგების არეალში, მომატებული ზედაპირული, გრუნტისა და შერეული დატენიანების პირობებში. ეს ნიადაგები გავრცელებულია ქვედა და ზემო ქართლში, კახეთში (ალაზნის მარჯვენა ნაპირზე) და მესხეთში. მდელოს ყავისფერი ნიადაგებს უკავია რელიეფის დეპრესიული ნაწილები. ნიადაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია მძიმე მექანიკური შედგენილობის ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნალექებით, რომელთა სიღრმე ზოგჯერ 100 მ აღწევს. კლიმატი ზომიერად თბილია. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,9 – 10,6⁰ C; ყველაზე ცივი თვის-იანვრის ტემპერატურა 16⁰ C∕∕ - მდე ეცემა, ხოლო ყველაზე თბილი თვის - ივლისის 21,8⁰ C აღწევს. სავეგეტაციო ̷პერიოდის ხანგრძლივობა ექვსი-შვიდი თვეა. აქტიურ ტემპერატურთა ჯამი 2800 – 3800⁰ C შეადგენს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 464-512 მმ ფარგლებში მერყეობს. დატენიანების კოეფიციებტი 0,54 – 0,95 შეადგენს. ბუნებრივი მცენარეული საფარი წარმოდგენილია ჭალის ტყეებით (მუხნარი). ამჟამად ტერიტორიის დიდი ნაწილი ათვისებულია სახნავებით, ბაღებით, ვენახებით. მდელოს-ყავისფერი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A¹ A//AB Bca(g) - BCca(g). A/ - მუქი ყავისფერი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 20 სმ - მდე, მძიმე თიხნარი, კოშტოვან-მარცვლოვანი, კორდიანი, მომკვრივო, გადასვლა თანდათანობთი. A//- ყავისფერი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 20 – 30 სმ, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, კოშტოვან-დაკუთხული, გადასვლა თანდათანობით. AB - ყავისფერი ჰორიზონტი სიმძლავრით 15 – 25 სმ, კოშტოვან-ბელტოვანი, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, ზოგჯერ გალებების ლაქებით, ტენიანი, გადასვლა თანდათანობით. Bca(g) - ყავისფერი ჰორიზონტი სიმ ძლავრით 20 -50 სმ, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, გალებების ლაქებით, კოშტოვან-ბელტოვანი, მკვრივი, ტენიანი, გადასვლა თანდათანობით. BCca(g) - ყავისფერი ჰორიზონტი სიმძლავრით 30 -50 სმ, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, სუსტად გამოხატული კოშტოვან-ბელტოვანი, გალებების ლაქებით, მკვრივი, ტენიანი. მდელოს-ყავისფერი ნიადაგები განსხვავდებიან ყავისფერი ნიდაგებისაგან უფრო სუსტი გათიხებით, შედარებით მუქი შეფერილობით, სუსტად გამოხატული კარბონატული ახალწარმონაქმნებით, მტრედისფერი ლებისა და ჟანგვის ლაქების არსებობით. მდელოს-ყავისფერი ნიადაგები იყოფიან რამდენიმე ქვეტიპებად: ტიპური, მდელუკ-ყავისფერი, ზედაპირულად მდელუკ-ყავისფერი და გამოტუტული. ტ ი პ უ რ ი მ დ ე ლ ო ს - ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები ვითარდებიან გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს დგომისა (2-3 მ) და ხშირად დამატებითი ზედაპირული დატენიანების პირობებში. გამოირჩევიან მუქი შეფერილობით და ინტენსიური გალებებით. მ დ ე ლ უ კ-ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები ფორმირდებიან გრუნტის წყლების არაღრმა დგომით (3-5 მ) და ხშირად დამატებითი ზედაპირული დატენიანებით. გალებება აღინიშნება წვედა ჰორიზონტში. ზ ე დ ა პ ი რ უ ლ ა დ მ დ ე ლ უ კ-ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები ფორმირდებიან ვაკეების კიდეებზე, შლეიფებზე დამატებითი ზედაპირული დატენიანებით, გრუნტის წყლების ღრმად დგომით. გალებების ნიშნები აღენიშნება ზედა ჰორიზონტებში. გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ ი მ დ ე ლ უ კ - ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები იმით გამოირჩევიან, რომ კარბონატულობა ზედაპირიდან არ აღენიშნება. მდელოს-ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, ბიცობი, ბიცობნარი, დაწიდული. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - წარმოიქმნებიან დაუმლაშებელ ქანებზე მტკნარი წყლების ზეგავლენით. ამ გვარს გააჩნია მდელოს-ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპების ყველა ნიშან-თვისება. ბ ი ც ო ბ ი - წარმოიქმნებიან დამლაშებულ ქანებზე ან დამლაშებული წყლების ზეგავლენით, განსხვავდებიან პრიზმული სტრუქტურით A ჰორიზონტის ქვედა და B ჰორიზონტის ზედა ნაწილებში; გამკვრივებულ ბიცობიან ჰორიზონტში გაცვლითი ნატრიუმის შემცველობა შთანთქმის ტევადობის 5% მეტია. ბ ი ც ო ბ ნ ა რ ი - ფორმირდებიან იგივე პირობებში, სადაც ბიცობები. ადვილადხსნადი მარილები ფიქსირდება 150 სმ -მდე. დ ა წ ი დ უ ლ ი - განსხვავდებიან ძალიან მძიმე მექანიკური შედგენილობით, დაწიდული აგებულებით და ძალიან სუსტად წყალგამტარობით; დატენიანებისას იჯირჯვება, გამოშრობისას ჯდება, რასაც თან ახლავს დანაპრალება. მდელოს - ყავისფერი ნიადაგები იყოფიან სახეობებად ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: სუსტად ჰუმუსიანი (4%). მდელოს - ყავისფერი ნიადაგები სახეობებად ყოფენ აგრეთვე ხარისხისა და მარილების შემცველობის სიღრმის მიხედვით. მდელოს - ყავისფერი ნიადაგები მიეკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის კამბისოლების ჯგუფს. ნიადაგებში დაფიქსირდა შემდეგი დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები: კალკარიკი-კარბონატების შემცველობა ზედაპირიდან, სულ მცირე 20-50 სმ შორის, გლეიკი - გამოხატული გლეიკ ფერის ნიშნით; ლები ე.წ. ენდოგლეეი, ნიადაგური მასის ქვედა ნაწილში, გამოწვეულია გრუნტის წყლების გავლენით და მიუთითებს აღდგენით პირობებზე. ამის შემდეგ აგრეგატების ზედაპირზე კონცენტრირებულია რკინის და მანგანუმის ოქსიდები. კირის თეთრი თვლების არსებობა, რომლებიც რბილი და ფხვიერია მშრალ მდგომარეობაში, მიუთითებს მეორადი გაკარბონატების დიაგნოსტიკურ თვისებებზე, პროფილები გამოირჩევიან ჰიპერეუთრიკ მაჩვენებლით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.