C

მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ მხ
მდგ მდე მდი

მდელოს შავმიწისებრი ნიადაგი

განვითარებულია შავმიწების ზონაში, ველის, მდელო-ველის და გაჩეხილი ფოთლოვან-ბალახოვან ტყეებში გრუნტის წყლის დატენიანების პირობებში. მიეკუთვნება ნახევრად ჰიდრომორფულ ნიადაგების ჯგუფს. შავმიწებისაგან განსხვავებით ხასიათდება უფრო ღრმა ჰუმუსიანი ჰორიზონტით, ჰუმუსის მეტი შემცველობით და პროფილის ქვედა ნაწილში გალებების ნიშნით. გამოიყოფა გვარები: მდელოს შავმიწისებრი გამოტუტვილი, მ.შ. დამლაშებული, მ. შ. კარბონატული, მ. შ. გაეწრებული, მ. შ გასოლოდებული, მ. შ. ნარჩენ-ბიცობიანი, მ. შ. დაწიდული, მ. შ. ბიცობიანი; სახეები: მდელოს შავმიწისებრი მცირეჰუმუსიანი, მ. შ. საშუალოჰუმუსიანი, მ. შ. მცირე სისქის, მ. შ დიდი სისქის.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9