განვითარებულია მშრალი ველების წაბლა ნიადაგებს შორის ველის ან მდელოს-ველის ბალახეულობის ქვეშ გრუნტის წყლებით დატენიანების პირობებში. მიეკუთვნება ნახევრადჰიდრომორფული ნიადაგების ჯგუფს. წაბლა ნიადაგებისგან განსხვავებით ხასიათდება მეტი ჰუმუსიანობით, სიღრმითი კარბონატულობით, ხშირად - ბოცობიანობითა და დამლაშებით, პროფილის ქვედა ნაწილში სუსტი გალებების ნიშნებით (გრუნტის წყლის დგომის სიღრმე 2,5 – 4 მეტრის ფარგლებშია). გამიოყოფა გვარებს: მდელოს წაბლა გამოტუტული, მ. წ. ხირხიატიანი, მ. წ ლებიანი, მ. წ. ღრმად ბიცობიანი, მ. წ. კარბონატული, მ. წ. გასოლოდებული, მ. წ. დაწიდული, მ. წ. ბიცობიანი, მ. წ. მლაშობიანი; სახეები: მდელოს წაბლა მცირე სისქის, მ. წ. საშუალო სისქი, მ.წ. დიდი სისქის, მ. წ. ღია, მ. წ. მუქი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.