მელიორაციული არხები ორი სახისაა: საირიგაციო (სარწყავი) და სადრენაჟო (საშრობი) არხები. პირველი წყალს აწვდის მინდვრებს, სადაც ინტენსიური მიწათმოქმედება წარმოებს, მეორე კი პირიქით, წყალს აცლის დაჭაობებულ ადგილებიდან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.